“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა სოფო შევარდნაძემ წიგნი დაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოფომ თავად გაავრცელა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ უბრალოდ, ვიტყვი. წიგნი დავწერე. ჩემი აზრით, ძალიან პირადული და ამასთანავე, მნიშვნელოვანი, მათთვის, ვისაც 2020 წლის ახალი რეალობა აშინებს.

გაზაფხულზე, კარანტინის დროს დავფიქრდი, ვცდილობდი გამეგო რა ხდება ახლა. წიგნის სახელწოდებაა „მომავალი დღეს“. ის ყველა ჩვენგანზეა, პირადულ და გლობალურ კრიზისზე, იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი ადგილი „მესამე მსოფლიო ომის“ შემდეგ და რა ცვლილებები იქნება ხელოვნებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებასა და მეცნიერებაში“, – წერს სოფო შევარდნაძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.


ასევე იხილეთ