“მამა კირიონს მამა გაბრიელმა დაავალა დავითგარეჯში წასვლა”

„გვართმევენ გარეჯს!“ – ეს ფრაზა ჯერ კიდევ 2012 წლიდან გვესმის. ამბის მაცნე, მაშინაც და ახლაც, მამა კირიონია. გარეჯში მისი მოღვაწეობა გაცილებით ადრე – 26 წლის წინ დაიწყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა, ის ამ წმინდა ადგილზე. ამის შესახებ დეკანოზმა დავით კონჯარიამ ახლახან გვიამბო:

„26 წლის წინ ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა მის სიცოცხლეშივე დაავალა დავით გარეჯში წასვლა , იქ ბერად აღკვეცა და გარეჯის დაცვა მამა კირიონ ონიანს . მაშინ ახალგაზრდა ერის კაცობაში ზაზა ონიანი პატრიარქის კურთხევით წავიდა და დღემდე ღირსეულად , ვაჟკაცურად , თავდადებით იცავს გარეჯს , საქართველოს და მართლმადიდებლობას წაბილწვისაგან . იცავს გარეჯს დიდი ბოროტების მანქანებისაგან , სიცრუისაგან , ეშმაკების თავდასხმისაგან . მამა კირიონი არის ცოცხალი გმირი , აქ საუბარი არაა მხოლოდ იმაზე , რომ ის თავს დებს და საკუთარ სიცოცხლეს არაფრად აგდებს . მამა კირიონი 24 წელია როგორც ექვთიმე ღვთის კაცი იცავდა საქართველოს განძს ისე იცავს გარეჯს , რომ არავინ ხელყოს იგი . ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა , დიდება მამა გაბრიელს , იცოდა ვისთვისაც უნდა დაევალებინა ღირსი დავით გარეჯის მონასტრის დაცვა

„მადლობა მამა კირიონ , შენმა მშობლებმა გაიხარონ , როგორი ვაჟკაცი , უშიშარი , სარწმუნოებისა და სამშობლოს მოყვარული აღგზარდეს . მადლობა პატრიარქს , გარეჯელებს და საქართველოს ეკლესიას .”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ