სად გაქრა ქალი, რომელმაც პუტინს ტყუპები გაუჩინა

ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშე, რომელზეც ვრცელდებოდა ჭორები, რომ ვლადიმირ პუტინისგან ტყუპები შეეძინა საზოგადოდ 2018 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ოლიმპიური ჩემპიონი, 37 წლის ალინა კაბაევა   ვლადიმირ პუტინის მეგობარი გოგო იყო. არსებული ინფორმაციით, ის მაშინ გაქრა, როცა ორი თვის ფეხმძიმე იყო.
ლინა კაბაევა 1983 წელს უზბეკეთში დაიბადა, ის სპორტულ ოჯახში აღიზარდა.
სამი წლის ასაკიდან, მან ტანვარჯიშზე დაიწყო სიარული და ნამდვილ ამომავალ ვარსკვლავად იქცა.
მან 2004 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო, 2000 წელს კი ბრინჯაოსი.
კრემლი უარყოფდა, რომ ოქროს მედალოსანი პუტინის საიდუმლო პირველი ლედი იყო.
ჭორი აღნიშნულზე პირველად 2008 წელს გავრცელდა, როცა ერთ–ერთმა გაზეთმა მათი რომანის შესახებ დაწერა. პუტინი 2013 წელს ცოლს გაშორდა და უარს აცხადებს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბარზე.
კაბაევა 2016 წელს არათითზე ბეჭდით გამოჩნდა, რამაც ხმები უფრო გაამძაფრა.
2017 წელს გავრცელდა ხმები, რომ ტანმოვარჯიშე პუტინისგან ტყუპებს ელოდებოდა. 2018 წელს კი ეს უკანასკნელი გაუჩინარდა.

https://www.thesun.co.uk

 

ასევე იხილეთ