გაუსაძლისი ტკივილები აქვს… ძალიან წვალობს: პიანისტ ნინო სამნიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პიანისტ ნინო სამნიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ნინოს ძვალკუნთოვანი სისტემის პრობლემა აქვს. მისი მდგომარეობა სამწუხაროდ დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შემქნილ ფეისბუქ-ჯგუფშიდავეხმაროთ ნინოს რომ მან ისევ შეძლოს მუსიკის წერა მისი მეგობრები ავრცელებენ.

“მაქსიმალურად გააზიარეთ.სასწრაფოა.

მეგობრებო. პიანისტ ნინო სამნიაშვილს ძალიან ჭირდება ჩვენი ფინანსური დახმარება.ახლა ვიყავით კლინიკაში.ნინოს გაუსაძლისი ტკივილები აქვს და გამაყუჩებლები ვეღარ უყუჩებენ.ძალიან წვალობს. ძალიან ცდილობს არავინ შეგვაწუხოს, მაგრამ ფინანსური  თანადგომის გარეშე არაფერი გამოვა. როცა ასე წევს შედარებით ყუჩდება…მერე ისევ თავიდან ტკივილი.დღეს ჩემი თვალით ვუყურე რამხელა ტკივილს უძლებს.

ამ ტკივილების გამო რეაბილიტაცია ჩავარდა .ხვალიდან ისევ ახალი შემართებით უნდა გააგრძელოს.მაგრამ ტკივილი საშუალებას არ აძლევს.

უნდა დავეხმაროთ,რომ მალე გამოჯანმრთელდეს და დაკვრა მალე შეძლოს.თუ მკურნალობას ბოლომდე არ მიიყვანს,შედეგი არ იქნება და არის შანსი ვეღარ დაუკრას.

რა და როგორ იყო აქამდე ვიცით როგორ მოვიდა აქამდე…

ნინოს ჩვენი იმედი აქვს.

დიაგნოზია ძვალკუნთოვანი  სახსრების  დაავადება. დელტა კუნთების უმოქმედობა . ჰემანგიომები ხერხემალზე.ქრონიკული ცეფალგია.”

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ საქ ბანკის ანგარიშზე

GE35BG0000000161372872

მიმღები ნინო სამნიაშვილი

ნინო ნიკი სამნიაშვილი

ასევე იხილეთ