“თუ სახელმწიფო სამსახურებში ასეთი მოხელეები გვყავს, მეზობლებს რუკები აღარაფერში დაჭირდებათ”

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას შესახებ წერს:

“რამდენიმე დღეა ვაკვირდები მელაშვილი-ილიჩოვას საქმეს. საკუთარი გამოცდილება მკარნახობს ასეთ საქმეებს ცოტა ფრთხილად და კრიტიკულად შევხედო, ყოველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებამდე არ ვთქვა რამე, მაგრამ დღეს გამაკვირვა სულ სხვა ფაქტმა, რამაც შესაძლოა უფრო მძიმე სურათი დამანახა ვიდრე ტერიტორიის დაკარგვვის საფრთხეა.

შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა სასამართლოს ელაპარაკება თარჯიმნის საშუალებით, ელაპარაკება მის მშობლიურ რუსულ ენაზე და ეს არ არის რომელიმე “ეთნიკური ჯგუფის” უბირი მიწის მუშა, რომ ქართულს ვერ ახერხებდეს. ნატალია ილიჩოვა ალბათ საშუალო ხელფასს მაინც იღებს და საინტერესოა რა შედის მის მოვალეობებში? ჩვენს ქვეყანას სერიოზული გამოცდა ელის წინ, თუ სახელმწიფო სამსახურებში ასეთი მოხელეები გვყავს, მეზობლებს რუკები აღარაფერში დაჭირდებათ.”– წერს ბიძინა გიორგობიანი.

ასევე იხილეთ