რატომ გადაურეკა გიორგი ვაშაძემ თამარ ივერს?

თამარ ივერი რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხუმრობდა, თუ როგორ ეგონა გიორგი ვაშაძის სარეკლამო ზარი ნამდვილი, მერე როგორ იცინა ამაზე და იდეა რომ გაუჩნდა, თავისი სპექტაკლის წინ ასე “ჩამოერეკა” და მიეწვია ხალხი “დონ კარლოსზე”.

პოსტს “ნამდვილი” გიორგი ვაშაძისგან გამოხმაურება მოჰყვა. აი, რა შეთავაზება მიიღო ოპერის მომღერალმა პოლიტიკოსისგან.

თამარ ივერი: – რეკავს, რეკავს ტელეფონი… გარკვეული ნომერი აწერია.
უცებ მესმის: გამარჯობათ, გიორგი ვაშაძე ვარ.
იმის გამო, რომ მას შორიდან ვიცნობ და შევხვედრილვარ, ვეუბნები:
უიჰ, ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით, რა სიურპრიზია თქვენი ზარი, რა ხდება თქვენსკენ? ემზადებით?

ამ შუა ლაპარაკში ვარ და უცებ ვიგრძენი, რომ ისიც პარალელურ რეჟიმში აგრძელებდა ლაპარაკს… გავჩერდი, ყური მივუგდე და თურმე სარეკლამო ავტომოპასუხე არ ყოფილა?
ამივარდა ჩემს თავზე სიცილი.

სულ იმაზეა წუწუნი, ხალხი თეატრში არ დადისო და მეც იდეა მომივიდა: ასევე სარეკლამო ავტომატურ რეჟიმში ხომ არ ჩამომერეკა თბილისში მაცხოვრებელ “ქუდზე კაც”აბონენტთან:
სიტყვაზე…… გამარჯობათ! თამარ ივერი ვარ, გადადგი შენი ქვეყნის კულტურის გადარჩენისთვის სასიკეთო ნაბიჯი! დადე აგური მის მშენებლობაში! შევიკრიბოთ ამა და ამ დღეს ოპერის თეატრში ჯ.ვერდის “დონ კარლოს”-ზე, სადაც მერწმუნეთ ძალიან ხმამაღლა ვიტყვი ელიზავეტა ვალუას სათქმელს, ფილიპ მეორის მიერ ესპანეთში უსამართლო რეჟიმის ბოგინის დამხობის საქმეში!! შემომიერთდით! ყველას გელით! მერე ვნახავდი რა ანშლაგით წავიდოდა “დონ კარლოსი” თავად ბაბუა ჯუზეპე ვერდი დამლოცავდა ზეციდან

პ.ს. ამ პოსტის დადებიდან რამდენიმე დღეში კვლავ დამირეკა ტელეფონმა და კვლავ გაისმა: გამარჯობათ, გიორგი ვაშაძე ვარ. ამჯერად, უკვე არა ავტომოპასუხეო!

არ ველოდი, გამიხარდა მისი ჯენტლმენური ნაბიჯი. ის შემპირდა, რომ მას აქვს წვდომა ამ სატელეფონო რეკლამის მომსახურეობაზე და შემომთავაზა – როცა მექნება სპექტაკლი, აუცილებლად ამისრულებს ჩემს ამ ჩანაფიქრს.

ასე რომ, მელოდეთ როდის დაგპატიჟებთ ჩემს გამოსვლაზე სატელეფონო ზარით 🙂

ასევე იხილეთ