“ფული არ მაინტერესებს, ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი აჭარაში, სანაპიროზე ვნახეო”

ინტერპოლმა სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის საპოვნელად ყვითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ოჯახი ილიას მპოვნელს ან ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოდ 50.000 ლარს გადასცემს. ერთ-ერთი ვერსიით ბიჭი აჭარაში, სანაპიროზე იპოვეს.

„ერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, გვითხრა, ფული არ მაინტერესებს, ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი აჭარაში, სანაპიროზე ვნახეო. არ ვიცი, მართალია თუ არა, ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, – ამბობს ჟურნალისტებთან ილია ფილფანის მამა.

ასევე იხილეთ