პარლამენტის ადმინისტრაციის მრჩეველს, მიშა ფეიქრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიშა ფეიქრიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს ამ ეტაპზე კარგად გრძნობს.

„მადლობა, მეგობრებო ამდენი ყურადღებისთვის.

დამიდასტურდა covid-19, მაგრამ თავს, ამ ეტაპზე, ვგრძნობ კარგად. იმედია, ბოლომდე ასე იქნება.

სიმპტომები თუ გამოჩნდება, ეშველება, მაგრამ ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გააცნობიერებ რამხელა საფრთხე ხარ“, – წერს მიშა ფეიქრიშვილი.

ასევე იხილეთ