“სუნთქვა უჭირს, სიცხე აქვს და ტელეფონზე ექიმი ეუბნება, ხმაზე გეტყობა, კარგად ხარ, ვერაფრით დაგეხმარებიო”

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ჩემი მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი. გადაყვანილი ჰყავთ სასტუმროში. მიგდებულია, ძალაც არ აქვს, რომ ადგეს, ახველებს, ცხვირი გაეჭედა და ყნოსვაც დაკარგა, სუნთქვა უჭირს, სიცხე აქვს და ტელეფონზე ექიმი ეუბნება, ხმაზე გეტყობა, კარგად ხარ, ვერაფრით დაგეხმარებიო.

გუშინ “ტვ პირველში” გავიდა სიუჟეტი, სადაც გალურჯებული მიიყვანეს კაცი, დაგვიანებული რეაქციის გამო და აი, ასეთ დროს რა უნდა ქნან? ექიმი უმტკიცებს, კარგად ხარო და ეს ამ დროს ძალიან ცუდად გრძნობს თავს. სიმპტომები არ იცი შენ, რა არისო, ყველა სიმპტომი მაქვს საერთოდო და მაინც აიგნორებენ” – წერს კალატოზიშვილი.

ასევე იხილეთ