“მიყვარს ეს ოჯახი, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, რატომ ჰკოცნიან მშობლები შვილებს ტუჩებში”

45 წლის ყოფილი ფეხბურთელი – დევიდ ბექჰემი არაერთი წელია საზოგადოების კრიტიკის ადრესატი ერთი კონკრეტული, უცვლელი მიზეზით ხდება.

საქმე შვილებისთვის ტუჩებში კოცნას ეხება, რაც არაერთგვაროვანი კომენტარების წყარო სულ რამდენიმე საათის წინაც გახდა, როცა ვიქტორიამ ინსტაგრამზე ქმარ-შვილის ფოტო გამოაქვეყნა.

“მიყვარს ეს ოჯახი, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, რატომ ჰკოცნიან მშობლები შვილებს ტუჩებში,”- დაწერა მისმა ერთ-ერთმა გამომწერმა. თუმცა, როგორც გვახსოვს, დევიდმა გასულ წელს ისაუბრა, რომ ის ასევე ჰკოცნის დანარჩენ შვილებს, რომლებიც ბიჭები არიან და ამაში გასაოცარი არაფერია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე იხილეთ