“ახლა მთავარია, გამოვჯანმრთელდე და ფეხზე დავდგე… ახლა მთავარია, გარემოს დავუბრუნდე”

ჟურნალისტი ჟანა ასანიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მე თუ ვინმე მკითხავს, კოვიდი არასრულფასოვან ცხოვრებას უფრო ნიშნავს, ვიდრე – ვირუსს. ყოველ დღე ვცდილობ, საკუთარი თავი გავტესტო, დამიბრუნდა თუ არა რეცეპტორები, რაც გარემოს აღქმაში დამეხმარება… ამაოდ 😞 მეუბნებიან, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დროა საჭირო…

დამოკიდებული ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბედნიერ ზარზე, როცა მეტყვიან, რომ სამსახურს, ოჯახს და მეგობრებს დავუბრუნდები… 😞 ჩემი ცხოვრების მორიგი განსაცდელი წარმატებით უნდა გავიარო ახლა… არ მჯეროდა, არ ვფიქრობდი, რომ ეს მე დამემართებოდა… არ მეგონა, რომ კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას შევუერთდებოდი…ისიც არ ვიცით, გამოჯანმრთელების მერე რა იქნება ჩვენს სხეულში.. 😞
გაფრთხილდით ყველა, რა გადაკოცნა-გადმოკოცნა ხალხო? ურთიერთობებს ისე აციებს ეს ვირუსი, ვინმე რომ მომეკაროს აწი, შინაურიც კი, მგონია, გავიქცევი კილომეტრზე…
ახლა, მთავარია, გამოვჯანმრთელდე და ფეხზე დავდგე… ახლა მთავარია,გარემოს დავუბრუნდე…მიყვარხართ ყველა, ოღონდ ამიერიდან დისტანციურად, თუმცა მთელი გულით“, – წერს ჟანა ასანიძე.

ასევე იხილეთ