“მსგავსს თუ იზამთ, მეორედ მოსვლა რომც იყოს, ეთერიდან გავალ”

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ტელეკომპანია “პირველს” სოციალური  ქსელიდან მიმართავს:

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ნახევარი საათით ადრე რომ მთხოვეთ და, მართლა პროდიუსერი-გოგონას ხათრით, ასე იმ წუთის ჩამოსული ქალაქში, ჩაგერთეთ და საგანგებოდ ვიკითხე, დებატი ხომ არაა და არაო. მაგრამ ეთერში გასვლამდე ორი წუთით ადრე რომ მატყობინებთ, მურთაზ ზოდელავასთან ერთად ხართ ეთერშიო და ხომ არაა პრობლემაო. მხოლოდ ოპერატორი ბიჭისა და მძღოლი კაცის გამო, რომლებიც გულდასმით ასრულებენ თავიანთ საქმეს, გავჩერდი. მეორედ მსგავსს თუ იზამთ, მეორედ მოსვლა რომც იყოს, ეთერიდან გავალ”, – წერს ხორგუანი.

ასევე იხილეთ