“ორღობის ჭორიკანა, ლაქია ადამიანები არა მხოლოდ ეძებენ, არამედ ნატრობენ, რომ ცუდი მოხდეს”

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:

“სიმართლეს უმეტესად ისინი ,,იცავენ”, ვინც ვერ რეალიზდა, მხოლოდ სხვისი ცხოვრების განკითხვით არის დაკავებული და საბოლოოდ სიცარიელეს რომ ებრძვის.
კეთილსინდისიერი და სათნო ადამიანის ტონი არასდროს გამოირჩევა ცინიზმით, სარკაზმითა და აგრესიიით.
ვინც უსამართლობას ვერ ეგუება, მას ძალიან საინტერესო და საქმიანი ბრძოლის მეთოდები აქვს.
ორღობის ჭორიკანა, ლაქია ადამინები კი არა მხოლოდ ეძებენ, არამედ ნატრობენ, რომ ცუდი მოხდეს… ცოტა ხანი მაინც ეყოთ ლუკმად, დანაყრდნენ, ახალი ,,ნადავლის” მოლოდინში…
ასეთებისთვის ისტორიის სანაგვე მუდამ ღიაა…
სანამ სხეულში ვართ, ყველა ჩვენი ,,ჭეშმარიტება” სუბიექტურია…
ობიექტური განსჯის უნარი მხოლოდ ღვთის ხელშია.
ვერავინ ვერავის ვერაფერს დაუშავებს… ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი რომელიც მხოლოდ შურითა და სიძულვილით არის სავსე, იმ სამარეს გავს, რომელსაც სხვისთვის ვთხრიდით და ჩვენ აღმოვჩნდით!..”, – წერს მამა პეტრე.
ასევე იხილეთ