“ხმას ვაძლევ “ქართულ ოცნებასა” და მის სულისჩამდგმელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!”

ქართველი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე “ქართულ ოცნებას” ღია მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
რჩეული ადამიანები ნამდვილად ქმნიან ეპოქას!
ასეთი პიროვნებები კი საუკუნეში, ალბათ, ერთხელ იბადებიან…

მე ხმას ვაძლევ “ქართულ ოცნებასა” და მის სულისჩამდგმელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

ღრმად მჯერა, რომ სიმართლე და სიკეთე გაიმარჯვებს და დაძლევს ბოროტებას!

სულ მალე კი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ოაზისი გახდება, სადაც ადამიანებს ასე უყვართ მშვიდობიანი სიცოცხლე”, – წერს ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ