“ძნელია გაიცინო იქ, სადაც ცრემლები თავისით იწყებენ დენას…”

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც ქუთაისური იუმორით გმოირჩევა, წერს რომ ახალა, კორონავირუსის პანდემიის პიკის დროს ხუმრობა უჭირს.

„აი, ყოველდღე მინდა რაღაც სახუმარო დავპოტო მაგრამ, მერიდება. ვფიქრობ არ მითხრან „ახლა მაგის დროა? ამხელა კაცი ვერ უნდა ხვდებოდე?“ და არ ვდებ პოსტებს.

არადა, მგონი ზუსტად ახლა გვჭირდება იუმორი და პოზიტიური გარემოც. მაგრამ მაინც ვერ ვხუმრობ ისე, მე რომ მინდა, მაინც მგონია ძნელია გაიცინო იქ, სადაც ცრემლები თავისით იწყებენ დენას…

როდესმე უნდა დამთავრდეს ეს ისტერია. როდესმე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს დისტანციის გარეშე და გადავეხვიოთ. გადავეხვიოთ და საკმარისზე მეტხანს გვყავდეს ერთმანეთი გულში ჩაკრული, თანაკლასელებივით… და ზურგშიც უპარტყუნოთ ერთმანეთს ხელები…“, – წერს დათო ლიკლიკაძე.

ასევე იხილეთ