“რვა დღე ტანჯავს ადამიანს, ფიტავს და აცლის ყველაფერს…”

“1 – 0 კოვიდ 19-ს! მე მგონი, დავამარცხე” – სოციალურ ქსელში წერს “ტვ პირველის” ჟურნალისტი სოფო ნიაური. სოფოს ვირუსი, ათი დღის წინ, დიარეით დაეწყო. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას ენტეროვირუსის სიმპტომები ჰქონდა, რასაც სახსრების და თავის ტკივილი მოჰყვა. საბოლოოდ კი კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ოთხი დღის წინ ჟურნალისტი კლინიკიდან კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. დღეს კი სოფო სახლში წასასვლელად ემზადება.

1-0 covid 19 -ს !!! მემგონი დავამარცხე 😊

დასრულდა ჩემი 10 დღიანი კარჩაკეტილობა 🙂 არ ყოფილა მარტივი, არც ვირუსთან ბრძოლის პირველი დღეები და არც 10 კვადრატში გამომწყვდევა…გარედან მეც ადვილი მეგონა 🙂 ვისაც მხარ-თეძოზე წოლა ჰგონია ეს ტანჯვა ძალიან ცდება….. ძალიან მყარი ფსიქიკაა საჭირო რომ ეს ყველაფერი მსუბუქად ,,გადააგორო,, ))

არც ვირუსია მარტივი….ვერ გადმოვცემ რანაირად ტანჯავს და ებრძვის ადამიანს 8 დღის განმავლობაში, სულს ხდის, ფიტავს და აცლის ყველაფერს…..ვისაც ჰგონია რომ მისი მძიმე ფორმა მხოლოდ აპარატზე დაერთებით გამოიხატებაა ცდება ……)

პირბადესაც ვხმარობდი და ჰიგიენის წესებსაც ვიცავდი, ზომაზე მეტად, მაგრამ ვერ ავცდი, ალბათ ასე იყო საჭირო და მგონია რომ კარგ დროს მოვიხადე ,,სახდელი,,))

ბევრი რამე და ვინმე გადავაფასე ამ 10 დღეში და მადლობა covid-ს ამისთვის 🙂 ბევრს არ ვილაპარაკებ….საქმით ვეცდები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ მადლიერება რომელიც გამუდმებით ჩემი ბედით ინტერესდებოდა…..❤

ბოლოს არ შემიძლია არ ვთქვა და არ ავღნიშნო მისი Გმირობა…..კლინიკაში ყოფნის დროს ყოველდღე მაოცებდა მისი ენერგია, პოზიტივი და თავდაუზოგავი შრომა …..დილის 8 საათიდან ღამის 12-მდე და ზოგჯერ მთელი ღამეც, ერთ თხელ ხალათში, სკაფანდრის გარეშე, მძიმე პაციენტებს სულ სიცილ-ხარხარით რომ დაუვლიდა იქეთ წამალს ასმევდა, აქეთ არტერიას ებრძოდა, ამასობაში გვერდითა პალატიდან ეძახდნენ არიქა ლალიკო გადასხმა დასრულდა მოხსენიო…..ვაკვირდებოდი და მიკვირდა იშვიათი საქმის პროფესიონალია ჩვენი, ყველაას ლალიკო Lali Txinvaleli ჩვენი დროის კოვიდთან მებრძოლი გმირი ხარ შენ ❤

და ბოლოს……სახადივით არისო, ყველამ უნდა მოიხადოსო….. არამგონია….მჯერა, რომ თუ გაუფრთხილდებით თავს და გარშემომყოფებს თავიდან აირიდებთ…. :)))
ამიტომ ატარეთ ყველგან პირბადე, თუ იცით რომ სიმპტომი გაქვთ ნუ გახვალთ გარეთ დაინდეთ ადამიანები, ძალიან მარტივია ❤”

 

ასევე იხილეთ