“დანით აჩეხა ტერორისტმა სამი ადამიანი, ერთ ქალს ყელი გამოღადრა!”

პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ნიცაში, მთლად ცენტრში ნოტრ-დამის ეკლესიასთან მორიგი ტერაქტი მოხდა, დანით აჩეხა ტერორისტმა სამი ადამიანი, ერთ ქალს ყელი გამოღადრა!

ეს იდიოტები კი ისევ მსჯელობენ, ხომ არ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა რადიკალიზაციაში შემჩნეული ხალხისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და თავის ქვეყნებში გაყრა! რამდენიმეს დააპატიმრებენ და ცივ ნიავს არ მოაკლებენ ციხეში ისევ ჩემს ხარჯზე, ამათთვის გვახრჩობენ გადასახადებით!

ერთ დღესაც თუ დაგადექით თავზე ჩემი ბარგით, არ გაგიკვირდეთ. დანით მორბენალი ტერორისტების არ მეშინია, ისევ გავაგრძელებ სეირნობას პარიზის ცენტრში, უბრალოდ უსამართლობის განცდა მახრჩობს და ამ იდიოტების ყურება აღარ შემიძლია! იგლოვებენ ჩვეული კლასით და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად!..”

ასევე იხილეთ