„სიკვდილობის მაჩვენებლით ჩამოვიტოვეთ აზერბაიჯანი და ბალტიის სამივე ქვეყანა“

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სამწუხაროდ, მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველომ გადაასწრო აზერბაიჯანს, უკრაინას, ირანს, ყაზახეთს, გერმანიას, თურქეთს და ა.შ. ხოლო სიკვდილობის მაჩვენებლით ჩამოვიტოვეთ აზერბაიჯანი და ბალტიის სამივე ქვეყანა. ამიტომ ახლა მაინც შევეშვათ თავის მოწონებას და რეალობას თვალი გავუსწოროთ. ყოველთვის შემაწუხებელი იყო, მაგრამ ახლა საერთოდ გამაოგნებელია თვითკმაყოფილება, რითაც ზოგიერთები გამოირჩევიან. თვითკმაყოფილი ადამიანები კი კრიტიკულად ვერ აფასებენ თავიანთ შეცდომებს, არ იღებენ რჩევებს გარედან და შესაბამისად, სიტუაციას ვერ გააუმჯობესებენ.“

ასევე იხილეთ