“ნუ შემდგებით ახლა, ან თუ გნებავთ – გადამიარეთ”

ამერიკაში მცხოვრები ნინი შერმადინი, სოციალური ქსელის მეშვეობით თავისუფლების მოედანზე რუსულად ამღერებული ბუბა კიკაბიძის თემას ეხმიანება.

“იმაზე არ გიფიქრიათ, რომ რუსებს თავის ენაზე უმღერა მათვისვე გასაგებად ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაზე? არც ნაცია ეხლა აქ შუაში და არც ქოცი…. იქაც ბევრი მეგობარი მყავს და აქაც.

ნუ შემდგებით ახლა, ან თუ გნებავთ – გადამიარეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ კაცმა ეპოქა შექმნა. რუსეთისთვის საქარველო ბუბასთან და ნანისთან ასოცირდებოდა. იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და მეტი გასაქანი ჩვენ უბედურ ქვეყანას სხვაგან არსად ქონდა როცა “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “მზიურის” ბავშვები და ა.შ ისტორიას ქმნიდნენ და ქარულად ამღერებდნენ რუსებს.

ვისგან იციან ან “სულიკო” ან “თბილისო” ან “ჩიტო გვრიტო”?! იქნებ ცოტა სხვა კონტექსტით შეგვეხედა და არ ჩაგვექოლა 80 წლის ადამიანი და მართლაც რომ ლეგენდა კაცი.

კვლავაც განვმეორდები და ვიტყვი არა რუსეთს! რუსეთი ოკუპანტია!!!

ეს კონკრეტული პოსტი ეკუთვნის ბატონ ბუბას და არა რომელიმე პარტიას. გული მწყდება ამდენ ლანძღვას რომ ვიგებ. მე ძალიან მიყვარს”, – წერს მომღერალი.

ასევე იხილეთ