ზურა ბალანჩივაძის მშობლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ

სულ რამდენიმე დღეა, რაც ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე კორონავირუსისგან განიკურნა, თუმცა ახლა covid-19-ით მისი მშობლები დაინფიცირდნენ.

ბალანჩივაძე წერს, რომ მამამისი რისკ-ჯგუფშია, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. ტელეწამყვანი იმედოვნებს, რომ ისინი ამ ვერაგ დაავადებას მარტივად დაამარცხებენ.

„ესეც ასე. როლები გავცვალეთ. ახლა მშობლებზე ჩვენ ვღელავთ. 4 დღის წინ ჯერ მამას დაუდგინდა კორონავირუსი, მერე დედას. მამა რისკჯგუფშია და ფილტვების 4-ქულიანი ანთება აქვს, დედას – არა. სხვადასხვა ანალიზებში აქვთ ცვლილებები – ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებელი, შაქარი, კრეატინინი. სამაგიეროდ, დე დიმერი ნორმაში აქვთ, ჩემგან განსხვავებით. პერიოდულად აქვთ ტემპერატურა და გადასხმებს უკეთებენ. ორივეს თირკმელი აქვთ საყურადღებო, თუმცა რახან საავადმყოფოში არიან, მშვიდად ვართ. დაავადების სავარაუდო სცენარი ვიცით და მკურნალობის სამომავლო ნაბიჯებიც მეტნაკლებად გათვლილია.

როცა გამოვლენ, იმედია, საარჩევნო ისტერიკა ჩამცხრალი იქნება. 101 წლის წინ 6-პარტიანი პარლამენტი გვქონდა. საინტერესოა, რამდენად მრავალფეროვანი იქნება საიუბილეო მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო.

ჯანმრთელობა ყველას“, – წერს ზურა ბალანჩივაძე.

ასევე იხილეთ