96 წლის ქალბატონმა კორონავირუსი დაამარცხა

Bau International Hospital წერს 96 წლის ქალბატონის შესახებ, რომელმაც მათ კლინიკაში კოვიდინფექცია დაამარცხა.

გთავაზობთ პოსტს:

„გაიცანით  ჩვენი გმირი ბებო – მუნთეა გობაძე.

96 წლის  ქალბატონი,  რომელმაც კოვიდი დაამარცხა❗️

მუნთეა ბებო  #ბაუ #საერთაშორისო #ჰოსპიტალის კოვიდ ცენტრში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით – სუნთქვის მწვავე უკმარისობით;  ასევე თანმდევი დაავადებები :გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი.

ჩვენი მედიკოსების დამხარებით ,უხუცესმა  ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა.

ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს“.

ასევე იხილეთ