” ბოლო ინფორმაციასაზოგადო ხელისუფლებავ, მიუჩინეთ ადგილი პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებულ კრიმინალებს”

“პოლიციელზე ხელის “შეჩვევა”, პოლიციელზე ხელის აწევა, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაისაჯოს! პოლიციელი-სახელმწიფოა”- დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტებს ეხმიანება.

“პოლიციელი სახელმწიფოა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში: აშშ-ში არავინ აპატიებს ნებისმიერ პირს, თუნდაც კონგრესმენი იყოს, პოლიციელის დაუმორჩილებლობას, მით უმეტეს, ხელის აწევას მასზე! ამას ახალგაზრდები და კრიმინალები უყურებენ!

არ არსებობს იმუნიტეტი, რომელიც დამნაშავეს დანაშაულის ჩადენის უფლებას აძლევს! მით უმეტეს, ეს დანაშაული კამერების წინ ხდება, ვიდეომტკიცებულებით!
ხელისუფლებავ, 1 000 000 ადამიანმა ნდობა გამოგიცხადათ, მეც, მათ შორის. გამოცხადებული ნდობის უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში სტაბულურობის სურვილია.

გთხოვთ, იმოქმედეთ და დაიცავით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მიუჩინეთ ადგილი პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებულ კრიმინალებს, მოიყვანეთ კანონი მოქმედებაში!

დღეს საქართველოსთვის გადაუდებლად, სასიცოცხლო ჩვენებით, აუცილებელია ორი “ლოკ დაუნი” (ჩაკეტვა)

1. მავნებელი კრიმინალების “ლოკ დაუნი” და კანონით დასჯა!
2. თუნდაც ნაწილობრივი “ლოკ დაუნი”-ჭარბი მობილობის შეზღუდვა საქართველოს გონიერი და ასევე, უგუნური მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ