“ვანო ბურდულო, შენმა მოყოლილმა ზღაპარმა გამახსენა და არ შემეძლო არ დამედო”

მოქალაქე თათია ხვადაგიანი სოციალურ ქსელში ვანო ბურდულს მიმართავს.

“Vano Burduli შენმა მოყოლილმა ზღაპარმა გამახსენა და არ შემეძლო არ დამედო N8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის შენი თავმჯდომარეობის პერიოდის შემაჯამებელი ოქმები (აშკარად ისევ იქ ხარ დარჩენილი), უბნებსაც დავდებდი, მაგრამ ამჯერად საოლქოს შემაჯამებელით შემოვიფარგლები, რომელსაც ასევე ახლავს შესწორების ოქმი 🙂 მეორე ოქმის განსხვავებულ აზრში, კი შენი დღევანდელი ზღაპარი წერია, მაშინდელი ოპოზიცია გიწერს სხვათა შორის ციტატას მოვიყვან:: „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიების შემოწმების შესაძლებლობა არ მიეცათ კომისიის წევრებს“ არადა დღეს ისეთი გაოგნებული სახით საუბრობდი, თითქოს ასეთი რამ ცხოვრებაში არასოდეს გსმენია. სანამ რამეს დამაბრალებ აქვე გეტყვი, რომ არასდროს ვყოფილვარ მხარე და ყველგან დავიცავ საკუთარ და ჩემი კოლეგების მიერ გათენებულ ღამეებს, რომ არჩევნები სამართლიან და გამჭირვალე გარემოში ჩატარდეს!”

ასევე იხილეთ