ფოტოგრაფის ობიექტივში იშვიათი შეფერილობის ვეფხვი მოხვდა

იშვიათი შეფერილობის შავი ვეფხვი, ინდოეთის შტატ ოდიშში ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა.

მოყვარულმა ფოტოგრაფმა იშვიათი ვეფხვი ჩანჩქერის ნაპირას გადაიღო.

ძირითადად ვეფხვის შეფერილობა ფორთოხლის ფერია და შავი ზოლი დასდევს. ამ შემთხვევაში კი ვეფხვი შავია და ფორთოხლისფერი ზოლები აქვს.

ველური ბუნების ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოში ამ შეფერილობის 7 ვეფხვი დარჩა, რომლებიც ინდოეთის შტატ ოდიშის ჯუნგლებში ბინადრობენ და გადაშენების პირას არიან.

ბოლოს შავი შეფერილობის ვეფხვი ადამიანებმა 1990 წელს ნახეს. ამ ჯიშის ვეფხვების რაოდენობის შემცირება იმანაც განაპირობა, რომ მათზე აქტიურად ნადირობენ.

ასევე იხილეთ