თამარ ჩერგოლეიშვილი: ვარდების რევოლუციის მთავარ გმირს – მიშა სააკაშვილს ხმა მისცა ამომრჩევლის 96 პროცენტმა

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

“90-იანი წლების პანდორას ყუთს თუ ხსნის ხელისუფლება, ეს იმას ნიშნავს რომ უნდა გამოიძიოს:

მხედრიონი, თეთრი ავაზა, გვარდია, კულინარიელები, მთაწმინდელები, ვერელები და ვინ მოსთვლის კიდევ, რამდენი დაჯგუფება და რაც მთავარია, მათთან შეზრდილი “ძალოვანი უწყებები”.

არ ვარ დარწმუნებული რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ამ პანდორას ყუთის გახსნა აწყობს – თუ ხსნის, საკუთარ რიგებს გადახედოს, ვინ დარჩება გარეთ – დათვალოს.

ვარდების რევოლუცია იმითაც იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ ერთგვარი ეროვნული თანხმობა შედგა.

ვარდების რევოლუციის მთავარ გმირს – მიშა სააკაშვილს ხმა მისცა ამომრჩევლის 96 პროცენტმა – კეთილებმაც და ბოროტებმაც, ზვიადისტებმაც და შევარდნაძის ნომენკლატურამაც, ავაზაკებმაც და პატიოსნებმაც

ასეთ დროს, ისტორიის მწარე ფურცლის დახურვა, სადაც თინეიჯერებს გვიწევდა დახოცილი თანატოლების პანაშვიდებზე სიარული თითქმის ყოველ კვირას – ნორმალური და რაციონალური მოვლენაა.

ამის ხელახალი გადაშლა რამდენად გონივრულია – თავად განსაჯეთ.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე იხილეთ