“დესტრუქციული ძალა, ქალაქის ცენტრში კრებს მოქალაქეებს-ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ საცოდავ ხალხს სწირავენ”

პროდიუსერი და მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას ეხმაურება.

ის აღნიშნავს, რომ ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მასშტაბური აქციის გამართვა დიდი უპასუხისმგებლობაა.

“რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მიერ დამონებული ერთ პროცენტიანი პარტიები დღეს კადრულობს, ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა! მაშინ როცა დედამიწა ებრძვის უხილავ მტერს! მაშინ როცა დაკეტილია ევროპის ქვეყნები! მაშინ როცა საქართველოში დღეში სამიათასამდე დაინფიცირებული გვყავს! მაშინ როცა დღეში 20/30 გარდაცვლილი გვყავს! მაშინ როცა საავადმყოფოები გადავსებულია და ჩვენს გმირ ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს 24/7 -ზე უწევთ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, როგორმე გაუმკლავდნენ ამ ვითარებას და ამ დროს, ეს დესტრუქციული ძალა, ქალაქის ცენტრში კრებს მოქალაქეებს, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ამ საცოდავ ხალხს სწირავენ და იმეტებენ ავადმყოფობისთვის, ვერავინ დამაჯერებს რომ ამას გამიზნულად არ აკეთებენ, ცხადზე ცხადია რომ ეს პირდაპირ ემსახურება ერთი კაცის და ერთი პოლიტიკური ძალის მზაკვრულ გეგმებს, ხალხის ჯანმრთელობა ამ უჯიშიება სულ ფეხებზე ჰკიდიათ, საკუთარი ოჯახის წევრები, ცოლები, შვილები და შვილისშვილები გადამალული ჰყავთ აგარაკებზე, ეს საბრალო ადამიანები 50 ლარად ჩამოჰყავთ რეგიონებიდან და მათ უსაფრთხოებაზე არავინ ფიქრობს, ოღონდ თავისი გაისწორონ და მათი ბედი არცერთს არ აინტერესებს, იმიტომ რომ, მათი იდეოლოგიაა ასეთი: “ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ ყვეყანასო”. თათბირობენ თუ როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ არიონ და აწეწონ ვითარება, პატრიოტიზმის ნიღაბს ამოფარებული პროვოკატორები, ვითომ და ძალიან ადარდებთ ამ საბრალო ქვეყნის ბედი და იღბალი, ღამე არ სძინავთ ხალხზე დარდით და ფიქრით, ეს აფერისტი დემაგოგები, ერთი სული აქვთ როგორმე მობრუნდნენ ხელისუფლებაში, ერთი სული აქვთ როდის აიყვანენ საქართველოს სახრჩობელაზე! მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვერ ეღირსებით, ხალხი ბრძენია და და ყველფერს ხედავს და ყველაფერი ესმის! ფრთხილად, ფრთხილად საქართველოსთან! კაკებეს მემკვიდრეებო!..”-წერს ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ