დემი ლოვატოს ყოფილი მეგობარი ბიჭი სელენა გომეზის მოხიბვლას საჯაროდ ცდილობს

მაქს ერიხი და დემი ლოვატო ერთმანეთს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ, თუმცა ვარსკვლავი დროს არ კარგავს და როგორც სოციალურ ქსელებში ფიქრობენ, ამჯერად დემის ბავშვობის მეგობრის- სელენა გომეზის გულის მოგება სურს. სპეკულაციის მიზეზი მაქსის მიერ გადაღებული სელფი გახდა, რომელსაც მან ფრაზა “I was a gf” დაურთო, სელენა გომეზის ფანებმა კი, ეს ყველაფერი მის ერთ-ერთ ჰიტს Boyfriend-ს დაუკავშირეს.

 

 

 

გარდა ამისა, გავრცელებული ჭორების მიზეზი მაქსის ძველი ტვიტებიც გახდა, რომელშიც ის სელენასადმი სიმპატიას საჯაროდ გამოხატავდა.

 

 

ასევე იხილეთ