“მგონი, უნდა შეწყდეს ეს ისტერია! გარკვევით ითქვა, რომ კორონავირუსი ყველამ უნდა მოვიხადოთ“

პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს იმ ფსიქოზის შესახებ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში შეიქმნა და აღნიშნავს, რომ თუკი ასე გაგრძელდება, ეს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“გასაგებია რომ ადგილები არ არის, გასაგებია, რომ ეპიდვითარება მძიმეა ქვეყანაში, მაგრამ სოციალურ ფსიქოზამდე რომ მივდივართ ამდენი პანიკით, ამას რა ეშველება? ამაზე ვინმე ფიქრობს? კარგით რა, მართლა, უკვე ყური ან თავი რომ სტკივა ადამიანს, პანიკისგან ხდება ცუდად! მგონი, უნდა შეწყდეს ეს ისტერია! მართლა კმარა!
გარკვევით ითქვა, რომ ყველამ უნდა მოვიხადოთ !“

ასევე იხილეთ