“მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავვარდი” – მეგან მარკლის მუცელი მოეშალა

პრინც ჰარის ცოლმა, მეგან მარკლიმ გაამხილა, რომ აშშ-ში გადასვლის შემდეგ მუცელი მოეშალა. ამის შესახებ სასექსის ჰერცოგინიამ New York TImes-ში გამოქვეყნებულ წერილში განაცადა.

მან დეტალურად აღწერა ის მომენტი, როცა მიხვდა, რომ ცუდად იყო. მარკლის თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის ლოს-ანჯელესში, სახლში თავის შვილს, არჩის საფენს უცვლიდა.

მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავვარდი, არჩი ხელში მყავდა. იავნანას ვღიღინებდი, რომ ორივე მშვიდად ვყოფილიყავით. ჩემს პირველ შვილს ვეხუტებოდი და ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, – წერს მარკლი.

ასევე იხილეთ