“პანდემიასთან გმირულად მებრძოლი ექიმი დავკარგეთ!”

კორონავირუსთან მებრძოლი ექიმი, სოფო ბერიძე კოლეგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Stop-Cov აჭარას ჯგუფში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„დიდი მსხვერპლის გაღება გვიწვეს!

კიდევ ერთი, პირველივე დღიდან პანდემიასთან გმირულად მებრძოლი ექიმი დავკარგეთ!
მადონა ტაკიძე – სიცოცხლით სავსე, ენერგიული და კეთილშობილი ქალბატონი დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს და იზიარებს ოჯახის წევრებისა და კოლეგების ტკივილს“, – წერს ბერიძე.

ასევე იხილეთ