“გვლანძღავენ, გვემუქრებიან, ეჭვით გვიყურებენ… ბოლოს მაინც ჩვენს იმედად რჩებიან”

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექიმი, მაიკო ქურდაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ყველას მოუწოდებს დააფასონ ექიმების შრომა.

მე დავამარცხე #კოვიდ-19 დავუბრუნდი საყვარელ სამსახურს,🚑 სამუშაო ადგილს, სადაც : პაციენტები გველიან, გვემადლიერებიან, გვლოცავენ, გვენდობიან , ვუყვარვართ,, თვლიან რომ #ექიმიგმირია❤.
🚑სადაც : გვკიცხავენ, გვლანძღავენ, გვემუქრებიან, ეჭვით გვიყურებენ…..
მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენს იმედად რჩებიან. ჩვენ არ შევწყვეტთ მათ დახმარებას, მათი ჯანმრთელობისთვის ზრუნვას, თუნდაც ჩვენი ჯანმრთელობის ფასად, უნდობლობისა და ათასი “შეთქმულების თეორიის” მიუხედავად მე და ჩემი კოლეგები გავაგრძელებთ უხილავ მტერთან ბრძოლას, გაჩერებული გულის ამუშავებას, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას….. რომელიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება, მჯერა ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს🇬🇪
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს❤
ერთობით შეუძლებელს შევძლებთ🙏
დავაფასოთ ექიმის შრომა❤
მადლობა იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს , რომელთა წვლილიც უდიდესია ჩემს გამოჯანმრთელებაში, ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, კოლეგებს, გულშემატკივრებს…”- წერს ექიმი.

 

 

ასევე იხილეთ