დიეგო მარადონას ვაჟი რეანიმაციაშია

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ვაჟმა, 35 წლის დიეგო მარადონა-უმცროსმა მამის გარდაცვალება რეანიმაციაში ყოფნისას შეიტყო, სადაც კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო იმყოფება.

ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი Twitter-ზე წერს.

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ვაჟი საავადმყოფოში 15 ნოემბერს, კორონავირუსის დადებითი ტესტის შემდეგ მოხვდა.

ასევე იხილეთ