“ყველა ცნობა არსებობს იმისა, რომ ეს საშინელი ინფორმაცია დამიდასტუროს!”

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძეს უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს გეგა ბრუნდება!

ბრუნდება საქართველოში და ბრუნდება სამუდამოდ. არ ვიცი ამის შემდეგ რა იქნება… არ ვიყავით მზად გეგას ასეთი ფორმით დაბრუნების. ერთი რაც ვიცი არ შეცივდება, მშვიდად ვარ, რადგან მის თბილ საბანში მიიღებენ მისი უბედური მშობლები… პრინციპში ბედნიერი დედა-მამა….

ახლა ყველაზე მეტად მის დედ-მამაზე მეფიქრება, რა მაგარია რომ ამ დღეს ვერ მოესწრებიან, შვილის ასეთი ფორმით დაბრუნების დღე!

გეგა ჩემი მეგობარია, ცნობილი ექიმის მურმანი ნიქაბაძის შვილი და ჩვენ ორივე ვამაყობდით ამით. ერთად ბევრი ათეული წელი გამოვიარეთ და სიბერესაც ერთად ვგეგმავდით. წარმოუდგენელი მქონდა ჩემი შემდგომი ცხოვრება სიყრმის მეგობრის გარეშე. ეხლა არ ვიცი რა უნდა ვქნა?

ბოლოს შვედეთში ცხოვრობდა მის საუკეთესო ცოლ-შვილთან ერთად, მაგრამ ერთი წუთით არ დავუტოვებივართ მისი სამეგობრო, არც ერთი წუთით. ნეტა ახლა როგორ შეძლებს ჩვენს მიტოვებას?…

„კაი ხანია არ გამილახიხარ და მიტო ეიშვი შენ“- დამირეკა ამასწინათ, რაღაც ისეთი სატელევიზიო გამოსვლა რომ ნახა, სადაც ჩემი მსჯელობა მის „ქუთაისურ პრინციპებთან“ თანხვედრაში არ მოდიოდა. არაფერს არ მპატიობდა, სელინჯერის გმირივით ჩასაფრებული იყო ჩემს ცხოვრებაზე. ჩვენს მეგობრობაში პირველად მაშინ ამოისუნთქა როცა ოჯახი შევქმენი. მერე ისიც შემომაპარა, ბარემ შვილი გააჩინე და „ვსიო მოგეშვები შენი ….“ (შემაგინებდა ხოლმე).

არ მინდა ეს ყველაფერი დამთავრდეს, მიუხედავად იმისა ყველა ცნობა არსებობს იმისა, რომ ეს საშინელი ინფორმაცია დამიდასტუროს!“– წერს დათო ლიკლიკაძე.

ასევე იხილეთ