“112-ის ექიმმა დამირეკა და გულწრფელად მომილოცა”

პიარ ტექნოლოგმა ნინა პერტენავამ კორონავირუსი დაამარცხა.

დღეს დამირეკა 112-ის ოჯახის ექიმმა და ისე გულწრფელად მომილოცა კოვიდის დამარცხება, ეტყობოდა დღის განმავლობაში რამდენ გასაჭირს და უბედურებას ისმენს. გავიდა ზუსტად 14 დღე პირველი სიცხე რომ მომცა (37,3) პირველი ტესტი უარყოფითი იყო, მაგრამ მე კოვიდ-ინფიცირებულის კონტაქტი ვიყავი და პირველივე დღიდან იზოლაციაში გავედი. 8 დღე არც სიცხე მქონდა და არც სხვა რაიმე ნიშანი გარდა სპაზმური ხველისა და უძილობის. მერვე დღეს განმეორებითი ტესტი გავიკეთე, რომლის პასუხიც 4 დღეში გავიგე და უკვე კოვიდ დადებითი ვიყავი.
მეცხე დღიდან დამეწყო საშინელი ტკივილები შუბლის არეში და სახსრებში, სიცხეც 37,7 მომცა, აურაცხელი რაოდენობის სითხის მიღებამ მიშველა ამ დროს. რთული იყო, მაგრამ სულ ვმოძრაობდი და ბუშტებს ვბერავდი. სატურაციას ვიმოწმებდი და იყო 97% ფარგლებში, რაც სიმშვიდის საფუძველს მაძლევდა, რადგან ყველაზე მეტად მაინც სუნთქვის გაძნელების მეშინოდა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ზედმეტი პრეპარატებით არ გადატვირთოთ ორგანიზმი და თვითმკურნალობა არ დაიწყოთ. ტკბილს და მძიმე საკვებს ვერიდებოდი, უკვე 9 დღის შემდეგ გემოს და ყნოსვაც დავკარგე, რის შემდეგაც მხოლოდ ხილი და ბოსტნეული მსიამოვნებდა. დამეწყო ძილიანობის დრო, ამბობენ მელატონინი ძალიან ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში, პარალელურად ვიღებდი ტკივილგამაყუჩებელს. ასევე გავიკეთე ანალიზები და ყველა მაჩვენენებელი იყო ნორმაში, თუმცა ვარიკოზის გამო რამოდენიმე დღე მაინც გავიკეთე სისხლის გამათხელებებლი პრეპარატი (ექიმის დანიშნულებით)!
🙏 მადლობა ყველა იმ ადამიანს და ექიმს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში მიწევდა კონსულტაციას (ამაზე ცალკე პოსტს დავწერ). მეც მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს დავუდგე გვერდში, სულ მალე კონტაქტურიც ვიქნები და ფიზიკურადაც შევუდგებით საქმეს.”

ასევე იხილეთ