“ასეთი „მეშჩანი“ და მერკანტილი ეპისკოპოსი რო გეყოლება რა სირცხვილია!”

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს ნიკოლოზს დღეს, 2 დეკემბერს, ერთ-ერთი კომპანია Iphone 12-ს საჩუქრად გადასცეს.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, Iphone-ს ბოლო მოდელი საკუთარი ქადაგების ჩაწერისთვის და youtube-ზე ასატვირთად სჭირდება.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა მამა ანდრია სარია და აღნიშნა, რომ  ასეთი მავნებელი მიტროპოლიტები ანადგურებენ ღვთის სახლს.

„ეს მავნებელია, შტერი და თან შეგნებულად იდებილებს თავს.

მარტო ასეთი სირეგვენის გამოა გასაგდები ეკლესიიდან…

ასეთი „მეშჩანი“ და მერკანტილი ეპისკოპოსი რო გეყოლება რა სირცხვილია!

შორენა, გეხვეწები შენ მაინც უყიდე აიფონი ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!

ვიკრიბებით პირველ საათზე, მეუფე ნიკოლოზს მივულოცავთ აიფონ 12 პროს“,- წერს სარია.

 

 

ასევე იხილეთ