თამრიკო ჭოხონელიძე: “მე და გია ერთმანეთს პოლიტიკური შეხედულებების დაახლოების გამო არ დავბრუნებივართ…”

თამრიკო ჭოხონელიძე ლელა წურწუმიას გადაცემას ესტუმრა და გულწრფელად ისაუბრა თავისი პირადი ცხოვრების და იმის შესახებ, თუ როგორ გაუჭირდა გია როინიშვილთან განშორება. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ოჯახის დანგრევის შემდეგ დაახლოებით ხუთი წელი საკუთარ თავს ქალი დაკარგული ჰქონდა და გაბოროტებული იყო… თუმცა არასდროს დაუკარგავს თავი, როგორც დედას.

თამრიკო ჭოხონელიძე:

სხვა ადამიანი ლაპარაკობდა მაშინ. მე განა მართალი არ ვიყავი? დღესაც ისე ვფიქრობ, როგორც ადრე, თუნდაც სხვადასხვა საკითხთან ჩემს ინტერვიუს გავიხსენებ, აგრესია სხვა ადამიანებზე არ გადამქონდა, ყოველ შემთხვევაში, ამას ძალიან ვცდილობდი. სარკეში რომ ვიყურებოდი, სხვა ადამიანი იყურებოდა.  ჩემი ცხოვრებიდან მთლიანად ამოვგლეჯდი ამ რამდენიმე წელიწადს, არ მინდოდა, რომ ისეთი ვყოფილიყავი. ისევ მე ვივაჟკაცე. მყავდა საოცარი ადამიანები გვერდში, ჩემი დების, სოფიკოსა და თინიკოს სახით, რომლებმაც თავი გადადეს იმ პერიოდში ჩემთვის. მიხვდნენ, რომ სხვა ადამიანად ვიქეცი. მართლა საცოდაობა იქნებოდა, რომ თამრიკო იმ ადამიანად ცხოვრებაზე გაბოროტებულ ადამიანად დარჩენილიყო. ძალიან ერთგული მეგობრები მყავს… დედ-მამას მათ შორის არ ვახსენებ, რადგან მათ რომ არ სტკენოდათ, ამას ვუმალავდი. სხვა ვიღაცა ვიყავი მათთან. ახლა რასაც ვყვები, დედა პირველად ისმენს. ხუთი წელიწადი დამჭირდა ამის დასაძლევად. ეს ძალიან ბევრია. ყველანაირად დამანგრია ამან. ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურებოდა მაშინ, მადლობას მიხდიდნენ, ჩვენ გვეგონა, მარტო ჩვენ გვიჭირდაო. ჰგონიათ, რომ ჩვენ არაფერი გვიჭირს, რაც ასე არ არის. ვეტყვი მათ, ვისაც ახლა უჭირს ძალიან, ქალის სიძლიერე იმაში არაა, რასაც მე ვაკეთებდი, განერვიულებასა და აგრესიაში, სიძლიერე არის ქალურობაში. ქალი არ უნდა გაგექცეს. კიდევ კარგი, რომ მეყო დიდი ძალა და არ დავკარგე თავი, როგორც დედამ. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, რომ კოკოს და მარიამს ეს არ ეგრძნოთ. მთელი ყურადღება გადმქონდა სწავლასა და აღზრდაზე, ახლა ვარ ძალიან ამაყი. ჩემი შვილების სპექტაკლებზე რომ მივდივარ, მათ წარმატებასთან ერთად პირველი, რასაც მისი კოლეგები აღნიშნავენ, ეს არის მათი ადამიანობა. როცა ვხედავ, რომ იმ ყველაფერმა არ იმოქმედა და ასეთი შედეგი მივიღე, შეიძლება, ის ეპიზოდი არ ამოვგლიჯო ჩემი ცხოვრებიდან…

ლელა წურწუმიამ თამრიკოჭოხონელიძეს ჰკითხა, რომ გიასდაბრუნებას მის ცხოვრებაში, მიაწერენიმას, რომ პოლიტიკურ შეხედულებებსიზიარებდნენ

მომღერალმა კითხვას, რამ განაპირობაგია როინიშვილის დაბრუნება, თამრიკოჭოხონელიძე ასე პასუხობს:

ვინ დაბრუნდა, მოდი, ასე ვიკითხოთ. აქ არ იყო დაბრუნებაზე. ჩვენი გზები გაიყო. მერე კი თავისთავად მოხდა, რომ რაღაც პერიოდის მერე მე დავიბრუნე ჩემი თავი. ზუსტად ის ადამიანი ვარ, როგორიც ხალხმა შემიყვარა. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებდი. მივხვდი, რომ ჩემში ქალი დაბრუნდა. არ ვიცი, გიამ რა დაინახა. რადგან ჩემში ეს ყველაფერი დაბრუნდა, მომეცა ასპარეზი, რომ სწორად გადამეხარშა ბევრი რამ. მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანი და ეს თავისთავად მოხდა, ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს. იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა და გავაწბილო, ვინც ამ სისულელეს ფიქრობს და სხვათა შორის წერს, ასე როგორ უნდა დაპარატავდე, რომ ამას პოლიტიკას მიაწერდე. რა შუაშია პოლიტიკა საერთოდ? სირცხვილია. ალბათ, გული დასწყდებათ იმაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს, ვიდრე პოლიტიკური შეხედულებებით დავახლოვდებოდით.

ასევე იხილეთ