“დაცემული ქალაქიდან გამოყავდა დაჭრილები, ბავშვები, მონასტრის დედები… იქნებ მეუფეს ასჯერ მეტი აქ გაცემული მოწყალებაში ვიდრე ეს აიფონია?”

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს, ტექნიკის ერთ-ერთმა მაღაზიამ რამდენიმე დღის წინ iPhone 12 აჩუქა. ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა.

ანდრია გეწაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მეუფე ნიკოლოზი ლანძღვის ობიექტი უსაფუძვლოდ გახდა და იმ გაკეთებულ საქმეებს აღნიშნავს, რომელიც ეპარქიაში მეუფე ნიკოლოზის სახელს უკავშირდება.

“მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი დაცინვისა და ლანძღვის ობიექტი გახდა. ეხლა ნება მიბოძეთ დავამატო თუ რა გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა თავის ეპარქიაში. მაშ ასე:
1. დაარსა პირველი ქართული სკოლა და იმ რეგიონში სადაც ქართული არავინ არ იცოდა ჩაიყვანა თბილისიდან ქართულის მასწავლებლები და სომეხ ბავშვებს ქართული ასწავლა.
2. დააარსა ქართული ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმი რომელიც დააშენა საკუთარ სახლს (ჯამში გამოვიდა 80 მ2) მოიგო საერთაშორისო ტენდერი რომლის მეშვეობითაც ეს ახალნაშენი გაარემონტა და მალე გახსნის;
3. დააარსა ტურინის სუდარის მუზეუმი, გააკეთებინა ცნობილი ტურინის სუდარის უზუსტესი ასლი და დააბრძანა ამ მუზეუმში. ეს მუზეუმი თხოვა სულაკაურს და მოახატინა ისეთი უნიკალური მეთოდით რომლითაც საქართველოს კულტურას შემოუნახა უძველესი ტექნოლოგია;
4. მრევლის, ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით და პირადი ავტორიტეტით შეძლო და იწყებს შენებას პირველი ქართული ეკლესიის (ლავრის) შენებას ახალქალაქში. იქ ისეთი პატარა ტაძარი დგას, რომ კაცი ვერ მოტრიალდება. ფაქტიურად საკურთხეველია;
5. ყიდულობს (და ცდილობს იყიდოს) ადგილობრივი მოსახლეობის ნამოსახლევს, აკეთებს და შემდგომ კი შეჭირვებულებს ჩუქნის!!! წარმოიდგინეთ!. უკვე შეძლო და რამოდენიმე სოფელი ეპარქიას შემოუმატა (ფარავნის ტბაზე) ბოლოს როცა ველაპარაკე მითხრა როგორმე ღობე მაინც უნდა შემოვარტყა და ღვთის მადლით პატარა სახლები ავაშენო რომ იცხოვრებოდესო. მე.
6. საკუთარ სახლში მოაწყო უნიკალური სამლოცველო. ამ სამლოცველოში აგროვებს წმინდანთა ნაწილებს: წმინდა გიორგის ნაწილები, წმინდა 40 სებასტიელთა წმინდა მარინეს, ეკატერინეს და ვინ მოსთვლის. ამბობს ეხლა, რომ ლავრას დავიწყებ იქ უნდა ჩავაყოლო რომ დამეხმარონ წმინდანები და ეს საშვილიშვილო საქმე დავასრულოო.
7. ხელმძღვანელობს რამოდენიმე საქველმოქმედო სკოლას და ორგანიზაციას.
კიდევ ბევრია მარა რაც ვიცი იმას გიყვებით… ასეთ გარემოში უწევს მოღვაწეობა და დღედარამ ლოცულობს რომ ყველაფერი ქართული გააძლიეროს რეგიონში.
დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ჩვენი მეუფე გაუძლებს ამასაც არაუშავს.”

ასევე, ეს ადამიანი იყო ის ვინც ერთერთმა ბოლომ დატოვა სოხუმი უმძიმესი ომის დროს როცა უვლიდა და პატრონობდა დაჭრილებს.. ნუგეშს სცემდა და აზიარებდა მათ.
“მთელი ომის დროს სიკვდილი ფეხ და ფეხ დასდევდა და ყველგან გაექცა გუმისთაზეც, სოხუმშიც და მაშინაც სოხუმის დატოვება , რომ არ უნდოდა, რამდენჯერმე უკან მიბრუნდა და ავარიაში მოყვა …
მოძღვარს დაცემული ქალაქიდან გამოყავდა დაჭრილები, ბავშვები, მონასტრის დედები და შემდეგ, თავადაც გოლგოთას ჭუბერს შეუდგა ფეხით…
თქვენც იღვაწეთ. თქვენც იშრომეთ. თქვენც იბრძოლეთ ჯარისკაცივით და დაიცავით თქვენივე მიწაზე საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია, იმ
დროს როცა ქვებს გესვრიან, ჯოხებით დაგდევენ და გავიწროებენ იმას გამო რომ შენივე მიწიდან გამოგყარონ.
ზუსტად მეუფეს და მოძმე ერის დამსახურებაა დღეს კარგი ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდა ქართველებს და სომხებს შორის ახალქალაქში…
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ღმერთმა განსაჯოს ჩვენი ქმედებაც და მეუფის ქმედებაც…
სამწუხაროდ ასე ვიცით, რაღაცას გავიგებთ და შემდეგ წამს ვაცვავთ ჯვარს ადამიანს..
იქნებ მეუფეს ასჯერ მეტი აქ გაცემული მოწყალებაში ვიდრე ეს აიფონია?
აბა დავფიქრდეთ ჩვენ – მე ან შენ, ბოლოს როდის დავეხმარეთ სხვას? თუნდაც სიტყვით..
როდის ჩავთესეთ სხვ
ა ადამიანის გულში იმედი? სიხარული?”- წერს ანდრია გეწაძე.

ასევე იხილეთ