“ნეტა როგორ არიან ჩვენი შვილები? რას აკეთებენ ხომ არ ტირიან…”

ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვითომ ხომ მომღიმარი ფოტოა… მაგრამ თან დაგვაქვს ყველა აქ მომუშავე მედიკოსს ყველაზე დიდი, დედის დარდი რომელიც მოსვენებას არ გაძლევს…

– ნეტა როგორ არიან ჩვენი შვილები? რას აკეთებენ ხომ არ ტირიან…

ძალიან მიყვარხართ დედიკო. მალე ისევ ვივლით უპირბადეო, ფერად სამყაროში! ბევრს ვითამაშებთ როგორც ადრე და დაღამებამდე არ ავალთ სახლში”- წერს ნანა სხილაძე.

ასევე იხილეთ