“დღე არ გავა, სამღვდელოებამ, რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ”

სოციალურ ქსელებში პოპულარულია მამა ნაზარ ბასილაიას პოსტი, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, როგორ ებრძვიან სასულიერო პირები საკუთარ თავებს.

„რა გვიქნა გაზულუქებამ, დაუმსახურებელმა პატივმა და დიდებამ.

ეკლესიის გაჯანსაღების დასაწყებად, ყველაფერი კეთდება.

მალე, ჩვენივე დიდი მონდომებით

1-მღვდლობა არ იქნება პატივი.

2- შეგვიწყდება დაფინანსება.

3 – მღვდელი არ ისარგებლებს სახელმწიფო სამსახურებთან და არცერთ სტრუქტურაში უპირატესობით.

ძალაუფლების, ფინანსების და გავლენების შემცირების შემდეგ, ეკლესიაში დარჩებიან  ენთუზიაზმით და ქრისტეს დიდი სიყვარულით მოსული ადამიანები.

დღე არ გავა, სამღვდელოებამ, რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ. შემდეგ მიდის “გაპრავების” უსუსური კამპანია სლოგანებით “ეკლესიას ებრძვიან”!

ვინ გვებრძვის? ჩვენვე ვებრძვით საკუთარ თავს….

გაუნათლებლობა, გაუმაძღრობა, განლაღება…

სასაცილო დღეში ვართ.

გავიხსენოთ მე-20-ე საუკუნის დასაწყისი.  მაშინ გვყავდა წმინდა მოღვაწეები, რატომ? სწორედ მაშინ იყო დევნა!!!

ახლა იმდენად “ღრმა ქრიატიანები” აღმოვჩნდით თითოეულ სიუჟეტზე, (რომელიც არ მოგვწონს) აჟიოტაჟს ვიწყებთ, ეს რა გავაკადრესო….

ქრისტე დაგვავიწყდა…

დაგვავიწყდა, რომ ქრისტიანობა დევნულთა რელიგიაა…

ჩვენ, ჩვენი რწმენისთვის, უპირატესობას ვითხოვთ საზოგადოებაში და ჩვენივე უსუსურობის გადასაფარად  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას ვებღაუჭებით!!!

ქვეყანა ყოვლადწმიდა ქალწულს ჩავაბარეთ, ერი – ხან ერთ, ხან მეორე ბელადს…

საკუთარი პასუხისმგებლობა კი სინდისთან ერთად მტკვარს გავატანეთ…

ასევე იხილეთ