ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი დაქორწინდნენ? – ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები აალაპარაკა

29 წლის ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტისა და მისი მეგობარი მამაკაცის ინგლისელი მსახიობის ჯოი ალვინის ურთიერთობა უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღებას იპყრობს.

რამდენიმე საათის წინ შემსრულებელმა სოციალურ ქსელში ახალი ალბომიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც Zimmermann-ის 2020 წლის ქოლექციის საპატარძლო კაბით პოზირებს, რომლის ღირებულებაც 2650 ამერიკული დოლარია.

მომღერლის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ტეილორი და ჯო დაქორწინდნენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არცერთს არ გაუკეთებია, თუმცა ჯოის მშობლებმა შვილის პირადი ურთიერთობების საუბარზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

 

 

 

ასევე იხილეთ