“ყოველ წამს აცეტონს ვყნოსავ და უშედეგოდ!”

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაკარული აქვს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. 

მოკლედ 8 დღეა ვერ ვგრძნობ ვერც სუნს და ვერც გემოს ყოველ წამს აცეტონს ვყნოსავ და უშედეგოდ! სხვა არაფერი მაწუხებს სიცხე სტაბილურად 36:6 . ანუ კოვიდი მყავს მობრძანებული და კისერს ვერ მიგრეხს? თუ რაშია საქმე?

ამას სიცხე მერჩივნა ეს რა საშინელებაა ყოველ წამს აჯიკას ვსინჯავ იქნებ ოდნავ მაინც გავუგო გემო და შენც არ მომიკვდე“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ასევე იხილეთ