ბიონსეს 8 წლის ქალიშვილი “გრემის“ პრემიის ნომინანტებს შორისაა

მომღერალ ბიონსესა და რეპერ Jay-Z-ის ქალიშვილი „გრემის“ ნომინანტთა სიაში მოხვდა. ამის შესახებ გამოცემა Rolling Stone-ი იტყობინება.

პრესტიჟულ პრემიაზე 8 წლის აივი კარტერი სიმღერის, Brown Skin Girl-ისთვის წარადგინეს.

კომპოზიცია მან Wizkid-თან, Saint Jhn-თან და დედასთან ერთად ჩაწერა.

Brown Skin Girl-ი 2019 წელს გადაღებული ფილმის, „მეფე ლომის“ საუნდტრეკი გახდა.

„გრემის“დაჯილდოების 63-ე ცერემონია 31 იანვარს გაიმართება.

ასევე იხილეთ