“მე ვარ ძალიან ამაყი და მადლიერი შვილი, რადგან მამაჩემი – მამა დავით ქვლივიძეა!”

ცოტა ხნის წინ, ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი დეკანოზის   ქალიშვილი ანა ქვლივიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“უდიდესი მადლობა მამას ასეთი სიყვარულისთვის. ყოველთვის ვიცოდი, მამაჩემი არ იყო ყველას მსგავსი, თუმცა არ ვიცოდი ასეთ სიყვარულს და სიკეთეს თუ იტევდა. მამაჩემი იყო ყველაზე კარგი ადამიანი, მამა, მრჩეველი, მეუღლე, მეგობარი. პირველ ადგილზე მისთვის ღმერთი იყო.

პირნათლად და დაუზარებლად ემსახურა ღმერთს მთელი ცხოვრება. იყო ძალიან სუფთა, გულწრფელი და თბილი. მამაჩემს არასდროს არავისთვის უღალატია. უყვარდა ყველა და სჯეროდა ყველასი. ხშირად იღიმოდა; ჰქონდა ბრჭყვიალა თვალები და სიკეთით სავსე გამოხედვა. როდესაც მის უსულო სხეულს შევეხე, იმ წამს გავიაზრე, რომ შეუძლებელია მისი სიკეთე, ენერგია და სითბო ასე უბრალოდ გაქრეს.

ჩვენთან არის და იქნება ყოველთვის. მთელი გულით მჯერა, რომ ცხონდება და მიაღწევს ღმერთთან, ვისაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. იქიდან ძალას მოგვცემს და არც ამჯერად გვიღალატებს. მე ვარ ძალიან ამაყი და მადლიერი შვილი, რომ მამაჩემი მამა დავით ქვლივიძეა, – წერს ანა ქვლივიძე.

ასევე იხილეთ