“რა ამბავი ატეხეთ?! თქვენ რომ ნამუსი გქონდეთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ ვილები უნდა დაგერიგებინათ ექიმებისთვის!”

 სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს.
“პაატა იმნაძეს სახლი აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმაო, მერე? რა ამბავი ატეხეთ?! თქვენ რომ ნამუსი და მადლიერების გრძნობა გქონდეთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ ვილები უნდა დაგერიგებინათ ექიმებისთვის! რამდენის ჯანმრთელობა, ნერვები და დრო იხარჯება თქვენნაირი უმადურების გამოჯანმრთელებაში?! რამდენ დეგენერატზე ზრუნავს ეს კაცი და როგორ ცდილობს შეიკავოს თავი ყველა ცილისწამებასა თუ ჭორზე💜
აცადეთ ბატონ პაატას საქმის კეთება! თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი ვინმეს დახმარების, ნუ გაბოროტდებით მაინც, წაახალისეთ ის ადამიანები ვინც უანგარო სიკეთეს აკეთებენ ამქვეყნად! 💜“, – წერს ლიკა გამრეკელი.
ასევე იხილეთ