„უამრავი მგზავრი უკვე სტამბოლის გავლით მოგზაურობს, რადგან არ არის საჭირო ექიმის მიმართვა და რიგში დღეები ლოდინი…“

ჟურნალისტი დათო ნიკურაძე წერს იმის შესახებ, რომ თურქეთის საზღვრები ღიაა და კორონაზე ტესტის გაკეთება პირდაპირ აეროპორტშივეა შესაძლებელი.

„თურქეთის საზღვრები ღიაა. სტამბოლში ტესტს არ ითხოვენ, მაგრამ თუ ვინმე მესამე ქვეყანაში მიდის, რომელიც ტესტს ითხოვს, აკეთებენ აეროპორტში გახსნილ კლინიკაში, მე-14 გამოსასვლელთან. PCR ტესტების მსოფლიო ჰაბი გახდა სტამბოლი და უამრავი მგზავრი უკვე სტამბოლის გავლით მოგზაურობს, რადგან არ არის საჭირო ექიმის მიმართვა და რიგში დღეები ლოდინი. ტესტის პასუხი რამდენიმე საათში ონლაინ იტვირთება. კარგი იდეაა, ტრანზიტის დროს ერთი დღით სტამბოლში დარჩენა, რათა დარწმუნებულები იყოთ, რომ პასუხი მზად იქნება.

სტამბოლში კომენდანტის საათია. ყველაფერი საღამოს 8 საათამდე მუშაობს. 9-ზე ლოქდაუნი იწყება და მოსახლეობას 9-ის მერე, დილამდე  სახლში ჯდომას ურჩევენ. შეზღუდვები უცხოელებზე არ ვრცელდება“.

ასევე იხილეთ