“ვახტანგ გომელაური არის უწესიერესი კაცი და მიხარია, რომ ამ რთულ პერიოდში ის მართავდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან სამინისტროს”

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში შს მინისტრს და ყველა პოლიციელს მადლობას უხდის.

“დამეთანხმებით,ბოლო პერიოდში ურთულესი გამოწვევები ქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირველ პოლიციელს ბატონ ვახტანგ გომელაურს!
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სრულიად ახალი და ადამიანის უფლებებზე მორგებული სტანდარტისთვის, ქვეყნის დაცვისთვის და შესრულებული ყველა ოპერაციისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის პოლიციამ აჩვენა მაღალი სტანდარტი, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.
ვახტანგ გომელაური არის უწესიერესი კაცი და მიხარია, რომ ამ რთულ პერიოდში ის მართავდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან სამინისტროს და ღირსეულად ასრულებდა და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს,რომელიც თავს არ ზოგავს რათა ეს ქვეყანა იყოს ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში.
სამწუხაროდ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გმირულად წავიდნენ ჩვენგან ღირსეული პოლიციელები და კიდევ ერთხელ მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო.🙏
✊🇬🇪🙌 შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia პოლიციელი გმირია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი #პოლიციელიგმირი”-წერს ხაჩიძე. 

ასევე იხილეთ