თამარა ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: პარტიიდან დიდი ხანია დისტანცირებულია

ელენე ხოშტარიას მიერ, პარტია “ევროპული საქართველო”-ს დატოვებას ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

“წარმატებებს ვუსურვებ აქტივიზმში, თუ სადაც არ უნდა იყოს – ელენე კარგი ადამიანია.

მე კი მირჩევნია კარგი ხალხი პოლიტიკური ლიდერები იყვნენ და პოლიტიკურ პროცესზე ჰქონდეთ დიდი გავლენა, მაგრამ…”– წერს ჩერგოლეიშვილი და პოსტის კომენტარებში, ერთ-ერთ მომხმარებელთან აგრძელებს დიალოგს:

დიდი ხანია დისტანცირებულია. კანდიდატობას როცა დათანხმდა, მაშინაც დისტანცირებული იყო. პარტიისთვის დანაკარგი არ არის. პოლიტიკისთვის – დანაკარგია.

თუ გავლენას ვერ ამყარებ შენგან განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე, პრობლემა გაქვს – პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს.”- წერს ჩერგოლეიშვილი კომენტარში.

ასევე იხილეთ