“რუ­ხის ჰოს­პი­ტალ­ში იწვა მამა და მა­ინც გახ­და სა­ჭი­რო, რომ თბი­ლის­ში გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა”

დღეს დიდი დღეა – ამ სათაურით გამოაქვეყნა გუშინ ინსტაგრამზე პოსტი მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ.

სთორიში ჩანს თიკა ფაცაციას მამა, ძმა კალათბურთელი ლევან ფაცაცია და თავად თიკა, რომლებიც გიტარის თანხლებით მღერიან.

რა იგულისხმა თიკამ, როცა დაწერა, რომ დიდი დღეა, ეს არ განუმარტია, თუმცა როგორც გაირკვა ფაცაციას მამა კოვიდინფიცირებული იყო, რომელიც ჯერ რუხის კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო მოგვიანებით, მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

მამის კოვიდინფიცირების შესახებ თიკა ფაცაციამ გადაცემა “სხვა შუადღეში” ისაუბრა.

“გუ­შინ ძა­ლი­ან კარ­გი რამ მოხ­და. მამა კო­ვი­დით იყო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გა­მო­ჯან­მრთელ­და. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ, გული მი­ჩუყ­დე­ბა… პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ნინო ბე­ში­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან მივ­ლი­ნე­ბუ­ლი იყო რუ­ხის ჰოს­პი­ტალ­ში ორი კვი­რით, მთე­ლი სამი თვეა იქ არის, არ ჩა­მო­სუ­ლა და უვ­ლის იქა­ურ პა­ცი­ენ­ტებს. ლე­ვან ფსუ­ტურს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რია, სწო­რედ ამ ორ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

რუ­ხის ჰოს­პი­ტალ­ში იწვა მამა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ მისი ოჯა­ხი, შე­მეძ­ლო მათ­თან ყო­ველ­თვის და­მე­რე­კა და გა­მე­გო რო­გორ იყო მამა. მათ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ მა­ინც გახ­და სა­ჭი­რო, რომ თბი­ლის­ში გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა.

გზა­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ჩა­ერ­თო და ამი­რან გო­გი­ტი­ძეს მინ­და ვუ­თხრა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა, რომ დრო­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად გად­მო­იყ­ვა­ნეს მამა თბი­ლის­ში.

ბო­ლოს ლე­ვან რა­ტი­ანს მინ­და ვუ­თხრა დიდი მად­ლო­ბა, მან და­ას­რუ­ლა მა­მას მკურ­ნა­ლო­ბა. გუ­შინ მამა გა­მო­წე­რეს და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ამ დღე­ზე ვოც­ნე­ბობ­დი ბოლო 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვცდი­ლობ­დი, ეთერ­ში არ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ახა­ლი წელი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რი”, – ამ­ბობს თიკა ფა­ცა­ცია.

ასევე იხილეთ