გიორგი გასვიანი ქორწინდება! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?

გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში კიდევ ერთი ვარსკვლავური საიდუმლო გაჟღერდა! ნოე სულაბერიძემ საზოგადოებას მარიტა მელიქიშვილი წარუდგინა და საჯაროდაც პირველად გააჟღერა ფაქტი, რომ ის მსახიობისა და ტელეწამყვანის – გიორგი გასვიანის საცოლეა.

 

„ჩემს პირადზე კამერების წინ არასდროს მისაუბრია… ახლა ვღელავ… ეს ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონა მარიტა გახლავთ“, – აღნიშნა გიორგი გასვიანმა.

 

როგორც ირკვევა, წყვილი პანდემიის მიუხედავად სულ მალე აპირებს დაქორწინებას და სტუმრებს სადღესასწაულო საღამოზე პირბადეებითაც ელის.

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე იხილეთ