შალვა ამონაშვილი მიმართვას ავრცელებს

პედაგოგ შალვა ამონაშვილის საახალწლო მიმართვას ბავშვებისადმი ბასტი ბუბუ ავრცელებს.

შალვა ამონაშვილი ბავშვებს პირველ რიგში, სამშობლოს სიყვარულს უსურვებს და ასევე, სთხოვს გაუფრთხილდნენ მშობლებს.

“ახალგზარდა არ ვარ, მაგრამ ახალგაზრდული სიყვარულით მიყვარს თითოეული თქვენგანი. რამდენი მილაპარაკია, წიგნები დამიწერია და რომელი სიტყვა მქონდა ყველაზე ხშირად გამოყენებული?

ალბათ, სიტყვა ბავშვი, ბავშვები. მათი ბედი, სიხარული და მათი მომავალი. ამითი ვცხოვრობ მე. ეს იმიტომ კი არ გითხარით, რომ ცოტა წაგეტრაბახეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩემი სიტყვა უფრო მეტად დაიჯეროთ…

პირველ რიგში სამშობლოს სიყვარულს გისურვებთ. ეს მხოლოდ თოფის დაჭერა არ არის, სამშობლოს სიყვარული პირველ რიგში მისი კულტურის ცოდნაა. ქართველებს კი დიდი კულტურა გვაქვს – ჩვენი დამწერლობა, ენა, ჩვენი რუსთაველი, თამარ დედოფალი, დავით აღმაშენებელი და ეს კულტურა თუ არ ვიცით, სამშობლო მიყვარსო გაგვიჭირდება, რომ ვთქვათ.

მაგრამ სამშობლოს სიყვარული ამით არ მთავრდება. სამშობლო ადამიანებია. დედა, მამა, და-ძმა, მეზობლები – აი, ისინი უნდა გვიყვარდეს…თუ ამ სამშობლოს სიყვარულს განივითარებთ საქართველო მართლაც ახალი გახდება…

21-ე საუკუნე თქვენს გაზრდას ელოდება. ჩვენ ძალიან დიდი შეცდომები დავუშვით ცხოვრებაში, ამ შეცდომებმა თქვენც ხელი შეგიშალათ…ამიტომ ძალიან გთხოვთ, გამოიჩინეთ ნიჭიერება და ჩვენც კი დაგვარიგეთ.

ხანდახან წარმოიდგინეთ რომ დედასაც და მამასაც უნდა შვილის დარიგება. დედა, მოდი ასე ვიცხოვროთ, მამა, იქნებ ასე სჯობს. აი, ამას ვეძახი მე სამშობლოს სიყვარულს.

გაუფრთხილდით თქვენს მშობლებს, იმათ თავიანთი გაჭირვება აქვთ, სიძნელეები. ყველაფრისთვის თავი ვერ მოუბიათ. არ გააღიზიანოთ მშობლები.

მშობლებო, არც თქვენ გააღიზიანოთ შვილები.”

ასევე იხილეთ